ირანი და აზერბაიჯანი ტაქტიკურ სამხედრო წვრთნებს კოორდინირებულად ატარებენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტაქტიკური წვრთნები ტარდება ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში. წვრთნები, რომლებშიც მონაწილეობს სამხედრო პერსონალი, საბრძოლო ტექნიკა, საავიაციო ტექნიკა და უპილოტო აპარატები. ასევე, გამიზნულია მეთაურების გადაწყვეტილების მიღების უნარებისა და მათი პროფესიონალიზმის დონის გასაუმჯობესება დ მონაწილე ქვედანაყოფების თავსებადობის გაძლიერება.
აზერბაიჯანსა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი ძალების ჩართულობით, პარალელურად ტაქტიკური წვრთნები ირანის ტერიტორიაზეც ტარდება. წვრთნების დროს კოორდინირებულად უნდა შესრულდეს სხვადასხვა ამოცანები სტრატეგიული ობიექტების და საკომუნიკაციო ხაზების შესაძლო დივერსიული აქტივობებისგან დასაცავად.