საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. მაკრონი გაერთიანებისკენ მოუწოდებს ზომიერ მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკურ ჯგუფებს ულტრამემარჯვენეების დასამარცხებლად.
„გავითვალისწინე ბლოკადა პარლამენტში, რომელიც გარდაუვალად იწვევდა ხელისუფლების მოქმედების ხელის შეშლას, რომელიც საფრანგეთისთვის საშიში ხდებოდა. ეს იყო კენჭისყრა ევროპაზე და როგორც ყოველთვის ვამბობდი, დასკვნა უპირველესდ ევროპას ეხებოდა. მაგრამ მიღებულმა ხმებმა დაადასტურა ულტრამემარჯვენე ძალების თითქმის 40 პროცენტი, ხოლო ექსტრემისტულ პარტიების თითქმის 50 პროცენტი. ეს არის პოლიტიკური ფაქტი, რომლის იგნორირება არ შეიძლება და ჩვენ უნდა გავცეთ დემოკრატიული პასუხი. ჩემი აზრით, პასუხი არ შეიძლება იყოს სამთავრობო ან კოალიციური ცვლილებების სახით, რაც პარლამენტში მაინც ვერ მოხერხდა და ეს ბოლო დღეებმა ნათლად აჩვენა. თუმცა ამან მოითხოვა პარლამენტის დაშლა, როგორც ერთადერთი გზა რამის გასარკვევად. სუვერენულ ხალხთან დაბრუნება, ჩემი აზრით, ამ კონტექსტში ერთადერთი რესპუბლიკური გადაწყვეტილებაა. პარლამენტში ბლოკადებმა რაღაცები ნაკლებად გასაგები გახადა, მიუხედავად ყველა მცდელობისა არ მოგვცა საშუალება ავაშენოთ ხანგრძლივი კოალიციები“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რესპუბლიკელების ლიდერმა, ერიკ სიოტიმ, ისტორიაში პირველად ალიანსი შეკრა ულტრამემარჯვენე, „ეროვნულ ალიანსთან“, რომელთა ლიდერები ქვეყნის მოსახლეობას ნამდვილ და ცრუ ფრანგებად ყოფენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ სოციალ-დემოკრატებს, რადიკალებს, მწვანეებს, ქრისტიან-დემოკრატებს, გოლისტებს და უფრო ფართოდ, ბევრ ჩვენ თანამემამულეს და პოლიტიკურ ლიდერს, რომლებიც არ ცნობენ საკუთარ თავს ექსტრემისტულ ციებ-ცხელებაში, შეუძლიათ ამ ლიდერებთან მუშაობა და ახალი პროექტის აშენება, პროექტების კოალიცია მმართველობისთვის, კოალიცია საფრანგეთისა და რესპუბლიკის სამსახურში“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.