ქუვეითში, საცხოვრებელ შენობაში ხანძარს, სულ მცირე, 41 ადამიანი ემსხვერპლა

ქუვეითში, საცხოვრებელ შენობაში ხანძარს, სულ მცირე, 41 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილზე ჩასულმა ვიცე-პრემიერმა შეიხ ფაჰად იუსუფ საუდ ალ-საბაჰმა განაცხადა.

შემთხვევა ქუვეითის სამხრეთში მდებარე ქალაქ მანგაფში მოხდა. შენობაში მუშები ცხოვრობდნენ. ხანძარი ადგილობრივი დროით, დაახლოებით, დილის 06:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლმოკიდებული შენობიდან ათობით ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

ვიცე-პრემიერმა ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა უძრავი ქონების მფლობელებს დააკისრა.

„სამწუხაროდ, უძრავი ქონების მფლობელების სიხარბე იწვევს ასეთ ტრაგედიებს“, – განაცხადა შეიხ ფაჰადმა, რომელიც ქვეყნის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს ხელმძღვანელობს.