კუნძულ როდოსზე მიწისძვრის გამო ლონდონიდან მიმავალმა თვითმფრინავმა დაშვების ორი მცდელობა განახორციელა

საბერძნეთის კუნძულ როდოსზე მიწისძვრის გამო ლონდონიდან მიმავალმა თვითმფრინავმა დაშვების ორი მცდელობა განახორციელა.

პირველი წარუმატებელი დაშვების გამო ბოინგი 737-800 მეორე წრეზე წავიდა და თავიდან სცადა დაშვება. მეორე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა.

როდოსში ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დანიშნულების ადგილზე 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრას ნგრევა ან მსხვერპლი არ მოჰყოლია.