კახა კალაძის მითითების შესაბამისად თბილისის მერია ისევ დისტანციურ მუშაობაზე გადადის.
კახა კალაძე:
“იცით, რომ 38 ახალი ინფიცირებული გვყავს ქვეყანაში. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, ადამიანები, ვინც შეგიძლიათ სახლიდან ამუშაოთ და დისტანციურად ამუშაოთ, ეს ყველაფერი დავტოვოთ ძალაში და გავითვალისწინოთ. ასევე პირბადეები თვითონ მერიის შენობაში და ყველა დაწესებულებაში, აუცილებელია პირბადეებით გადაადგილება, რომ ეს ყველაფერი დაცული იყოს”
“ალია”