კიმ ჩენ ინმა რუსეთს 5 მილიონი ჭურვი გაუგზავნა, პუტინი მეტს ითხოვს – სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 5 მილიონი ჭურვი გაუგზავნა, პუტინი მეტს ითხოვს, – ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ სიკმა განაცხადა.

მისი თქმით, სეულმა აღმოაჩინა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში გაგზავნილი მინიმუმ 10 000 სატრანსპორტო კონტეინერი, რომელშიც შეიძლება ყოფილიყო 4.8 მილიონამდე საარტილერიო ჭურვები, რომელიც პუტინმა გამოიყენა უკრაინასთან ომში.

„მოსალოდნელია, რომ პუტინი უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობას დაამყარებს ჩრდილოეთ კორეასთან, მას სჭირდება საარტილერიო ჭურვები, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის“, – აღნიშნა მან.

მან, ასევე, განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ათობით ბალისტიკური რაკეტა გაგზავნა, რათა დაეხმაროს პუტინს.