კანადამ გადაწყვიტა თავი შეიკავოს უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნისგან, რადგან ახლა უკრაინაში ინსტრუქტორების გაგზავნის დრო არ არის, – ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ამჟამად, გარემოებები არ იძლევა, ჩემი აზრით, უკრაინაში კანადელი ინსტრუქტორების გაგზავნის საშუალებას“, – განაცხადა კანადის თავდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, 2015 წლიდან კანადა დაეხმარა უკრაინას 40 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის მომზადებაში. კანადამ თავისი ტრენერები უკრაინიდან 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ გაიყვანა. ისინი ამჟამად მუშაობენ დიდ ბრიტანეთში და პოლონეთში.