ლატვიის რუსულენოვანი მოსახლეობის მეოთხედი პუტინს უჭერს მხარს, მეორე მეოთხედი – უკრაინას – ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის რუსულენოვანი მოსახლეობის მეოთხედი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და მის პოლიტიკას უჭერს მხარს, მეორე მეოთხედი კი მხარს უჭერს უკრაინას. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა განაცხადა. ინფორმაციას tagesanzeiger.ch ავრცელებს.

მისივე თქმით, რუსულენოვანი მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი გაურკვეველ მდგომარეობაშია ან ამ საკითხზე საუბარი არ სურს. რინკევიჩი ამბობს, რომ ლატვიის ხელისუფლება ამ განწყობებს აკვირდება და რუსულენოვან მოსახლეობასთან შესაბამის კონტაქტებს ამყარებს.

„ლატვიის რუსულენოვან მოსახლეობაში ერთგვარი განხეთქილებაა. მისი მეოთხედი აშკარად მხარს უჭერს პუტინს, ხოლო მეოთხედი – უკრაინის მხარეზეა“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩმა.

ლატვიის ხელისუფლების ინფორმაციით, 2024 წელს ლატვიაში 437 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, რომელიც საკუთარ თავს რუსს უწოდებს. მათგან 296 ათასს ლატვიის მოქალაქეობა აქვთ.