The Telegraph – დასავლეთი უკვე ომშია, ის აგებს, მაგრამ ამის აღიარება არავის სურს

„საფრთხე, რომელიც თავისუფალ სამყაროს ტოტალიტარული სახელმწიფოების ახალი ღერძის გამო ექმნება, ყველაზე დიდია, რომელსაც მსოფლიო ცივი ომის დასრულების შემდეგ შეხვდა. საფრთხე ყველას თვალწინ იზრდება, დასავლელი ლიდერები კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს საფრთხე შემცირდეს“, – ამის შესახებ ბრიტანელი პარლამენტარი იენ დანკან სმიტი The Telegraph-ზე თავის რუბრიკაში წერს.

ის აღნიშნავს, რომ ტოტალიტარული სახელმწიფოების ამ ღერძის ძირითადი წევრები ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი და ირანი არიან.

სმიტი ამბობს, რომ მათთან ერთად იზრდება ტოტალიტარული თანამგზავრების სია – სირიიდან და მიანმარიდან სპარსეთის ყურის ზოგიერთ ქვეყნამდე და აფრიკის სახელმწიფოების მნიშვნელოვან რაოდენობამდე.

„თითოეულ ამ ქვეყანას უკვე აქვს სასტიკი და შემზარავი დანაშაულების სია. რუსეთის დანაშაულები, რა თქმა უნდა, კარგად არის ცნობილი. ბევრი მათგანი ჩადენილია ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრების აღდგენის სურვილით, რადგან ეს პუტინის სურს. 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომით. 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიას მოჰყვა 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. გარე კიბერშეტევები დასავლეთზე …“, – წერს სმიტი.

სმიტის თქმით, პეკინი დახმარებას უწევს რუსეთს, კერძოდ, ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიწოდების ორგანიზებაში.

„ჩინეთი და რუსეთი ასევე მჭიდროდ თანამშრომლობენ ირანთან. მათ არ დაუჭირეს მხარი ისრაელს, მას შემდეგ რაც „ჰამასი“ დაესხა თავს ქვეყანას. დასავლეთი ფაქტობრივად ომშია ტოტალიტარიზმის ამ ღერძთან და უხეში რეალობა ის არის, რომ დემოკრატია უკან იწევს“, – აცხადებს სმიტი.