სანქციებზე ბევრი მოვისმინეთ, მაგრამ არცერთი კონკრეტული შედეგი არ გვინახავს, პირადად მე, გასულ კვირაში, ნიუ-იორკში ძალიან მაღალი დონის შეხვედრები მქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებში შშმ პირთა საკითხებზე არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, რომლებზეც საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და მხოლოდ პროგრესი იყო ნახსენები.
„სანქციებზე ბევრი საუბარი მოვისმინეთ, მაგრამ არცერთი კონკრეტული შედეგი არ გვინახავს. პირადად მე, გასულ კვირაში, ძალიან მაღალი დონის შეხვედრები მქონდა, მათ შორის ნიუ-იორკში, გაერო-ში და არა მხოლოდ გაერო-ს უმაღლეს წარმომადგენლობასთან, არამედ პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალურ მრჩეველთან შშმ პირების საერთაშორისო უფლებების საკითხებში. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლობასთან, ვინც შშმ პირების პროგრამების მიმართულებით კანონის უზენაესობაზე მუშაობს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, ასევე იყო მისაწვდომობის საბჭოს აღმასრულებელ დირექტორთან, რომელიც აშშ-ში ზუსტად შშმ პირთა უფლებების და მისაწვდომობის უზრუნველყოფაზე მუშაობს. ჩვენ ძალიან მეგობრული შეხვედრები გვქონდა, სადაც მხოლოდ იმ გამოწვევებსა და პროგრესზე ვისაუბრეთ, რაც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.