ეკოაქტივისტები სტოუნჰენჯს დაესხნენ თავს

ეკოაქტივისტები ბრიტანეთის ისტორიულ ღირსშესანიშნაობას, სტოუნჰენჯს დაესხნენ თავს.

მოძრაობა Just Stop Oil-ის ორი აქტივისტი მონუმენტთან ბალონებით მიიჭრა და ქვებს ნარინჯისფერი საღებავი შეასხა.

ამ ჟესტით ეკოაქტივისტებმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, წიაღისეული საწვავის მოპოვებაზე 2030 წლამდე უარი თქვან.