მაღაზია “ნავნეს” საწყობის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით „ნავნე” ავრცელებს.
მათი ცნობით, ინფიცირებული თანამშრომელი შვებულების გამო, ორ კვირაზე მეტია, სამსახურში არ ყოფილა.
„ჩვენი თანამშრომელი 17 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფება. ამ დროისათვის მისი კონტაქტები უკვე გამოვლენილია, თუმცა „ნავნე” გადასამოწმებელი კონტაქტების სიაში არ შედის. „ნავნეს” არც ერთი ფილიალის თანამშრომელი, არც ინფიცირებულთან და არც სავარაუდო კონტაქტების სიაში არ იმყოფება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომელი ორ კვირაზე მეტია, სამსახურში არ ყოფილა, საწყობის ტერიტორიას დღესვე ჩაუტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.
ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პანდემიასთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის შესრულებას, მათ შორის, ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლების სკრინინგს” – აცხადებენ “ნავნეში”.
წყარო: fortuna.ge