მთავარი > ახალი ამბები > რუმინეთის პრეზიდენტი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობისთვის ბრძოლას ოფიციალურად გამოეთიშა, ალიანსის მომდევნო გენერალური მდივანი, სავარაუდოდ, მარკ რუტე იქნება
რუმინეთის პრეზიდენტი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობისთვის ბრძოლას ოფიციალურად გამოეთიშა, ალიანსის მომდევნო გენერალური მდივანი, სავარაუდოდ, მარკ რუტე იქნება
20.06.2024 17:41
რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობისთვის ბრძოლას ოფიციალურად გამოეთიშა, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ალიანსის მომდევნო გენერალური მდივანი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე იქნება. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.
ნატო-ს ახალი ხელმძღვანელის არჩევა ალიანსის 32-ვე წევრის კონსენსუსს მოითხოვს.