ტელეკომპანია “იმედი” საღამოს 9 საათზე, გადაცემაში “იმედის კვირა” განიხილავს “მეუფე პეტრეს” საქმიანობასა და ინტერესებს, მისი სკანდალური ეპატაჟების ფონზე.
“იმედის კვირაში”, სხვა რესპონდენტებთან ერთად, იქნება მამა შალვა კეკელიაც, რომლის აზრი “მეუფე პეტრეზე” ცალსახაა:
“მე ვიცოდი მისი მდგომარეობა. ვიცოდი რასაც ამზადებდა, ამიტომაც თავიდანვე დავუპირისპირდი ამ ადამიანს. მას ეს ჰქონდა განზრახული წლების წინ რომ ეს ეთქვა პატრიარქზე.
ეს იყო მისი მიზანი – განა ის, რომ ეკლესიაში პრობლემები გამოსწორებულიყო. ეს მისი მიზანი არ ყოფილა. პრობლემები ეკლესიაში იყო ის რომ ეპისკოპოსი გახდა, მაშინაც იყო პრობლემები ეკლესაში, მანამდეც იყო და ხვალაც იქნება. იქნებიან სასულიერო პირები, რომლებიც არიან პრობლემატურები, რომლებსაც არ სჯერათ ღმერთის. სამწუხაროდ, სასულიერო პირებს არ სჯერათ ღმერთის, მათთვის ღვთისმსახურება შემოსავლის წყაროა. ალბათ, ბევრჯერ გინახავთ მღვდლები, ადამიანები საკურთხელევში შეჰყავთ და ევაჭრებიან, ფული დამიმატეო” – ამხელს მამა შალვა უკეთურ სასულიერო პირებს.