აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევის შემთხვევაში უკრაინაში ამერიკულ ჯარს არ გაგზავნის.
„გარანტიას გაძლევთ, ამას არ გავაკეთებ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, „საფრანგეთი სხვა რამეა, ისინი მეტ-ნაკლებად მეზობლები არიან, ჩვენ შორის კი ოკეანეა“.
„მუდმივად მესმის საუბრები უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე, ახლა კი ამას დაემატა საუბრები იმაზე, რომ საფრანგეთს თავად სურს ბრძოლა უკრაინაში. წარმატებები მათ“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, მედიით გაეცნო ინფორმაციას, რომ უკრაინა სამხედრო პერსონალის დეფიციტის გამო საბრძოლო მოქმედებებში ბავშვებისა და მოხუცების ჩართვას გეგმავს.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ ჯო ბაიდენი არ უნდა დაჰპირებოდა უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებას და რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა კიევის მიერ ნატო-ში გაწევრიანების განზრახვამ გამოიწვია.