შეშფოთებას გამოვხატავ დეზინფორმაციის გამო, რომელიც ამტკიცებს, რომ აჭარას თურქეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება-კიზინგერი

შეშფოთებას გამოვხატავ ზოგიერთების მიერ გავრცელებული აშკარა დეზინფორმაციის გამო, რომელიც ამტკიცებს, რომ აჭარას თურქეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

 

“ზედაპირულად ეს განცხადება სისულელეა. თურქეთი არის საქართველოსა და აშშ-ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. თუმცა, მე შეშფოთებული ვარ, რომ თავისი არსით, ეს განცხადება არის რუსეთის მხრიდან მცდელობა, თავიდან აიცილოს საქართველოს ტერიტორიის მესამედის უკანონოდ ოკუპაციის ბრალდება და საკუთარი როლი ეფექტურად შეასრულოს საქართველოში მოახლოებულ მნიშვნელოვან არჩევნებში. მოვუწოდებ ყველა პარტიას, იყვნენ გამჭვირვალე ნებისმიერ უცხოელ ფინანსურ მხარდამჭერთან დაკავშირებით და თავი შეიკავონ წამქეზებელი და საშიში რიტორიკისგან. მსოფლიო ადევნებს თვალს საქართველოს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დემოკრატიისკენ და მე ვიმედოვნებ, რომ მათი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება“, – წერს ადამ კინზინგერი.

“აიპიენი”