უკრაინის პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ახალ ხელმძღვანელად ალექსეი მოროზოვი წარადგინა.
ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, მოროზოვს ცვლილებების განხორციელებაზე კარტბლანში აქვს და მისი მთავარი ამოცანა იქნება ქვეყნის საკვანძო ინსტიტუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ის, რომ სამმართველოში მუშაობდნენ „გამორჩეულად პატრიოტულად განწყობილი პროფესიონალები, რომლებიც თავიანთ ბედს მხოლოდ უკრაინას უკავშირებენ“.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო დაცვის სტრუქტურა მოდერნიზაციასა და სამუშაოების ჩატარებასაც საჭიროებს, რათა საომარი მდგომარეობის შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება უზრუნველყოს და საჭიროა, სამმართველო გაიწმინდოს ისეთი ხალხისგან, რომელიც დისკრედიტაციას უწევს სახელმწიფო დაცვის სამსახურს.