საფრანგეთის პრეზიდენტი: ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელი დარჩება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აპირებს უპირობოდ დაეხმაროს უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

JPG edited with https://ezgif.com/resize

„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი რჩება და დარჩება უცვლელი და ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევის მობილიზებას უკრაინის დაუყოვნებელ საჭიროებებზე რეაგირებისთვის“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონის თქმით, ნატომ უნდა გაუგზავნოს ძლიერი სიგნალი ვაშინგტონს უკრაინის პროგრესის შესახებ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.