სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტია „ეროვნული გაერთიანების“ მხარდაჭერა გაიზარდა.
გამოკითხვების მიხედვით, 28 პროცენტით მეორე ადგილზეა მემარცხენე პარტიების კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“, რომელშიც შედიან ჟან-ლუკ მელენშონის მიერ დაარსებული „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ (LFI), „სოციალისტური პარტია“ (PS), „კომუნისტური პარტია“ (PCF), „ევროპის ეკოლოგები“ (EELV) და რადიკალური „ახალი ანტიკაპიტალისტური პარტია“ (NPA).