ნეთანიაჰუმ განაცხადა, როდის დაასრულებს ისრაელი „ჰამასთან“ ომს

ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას ღაზას სექტორში „ჰამასის“ სრულ განადგურებამდე და ომის ყველა სხვა მიზნის მიღწევამდე, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის მთავრობის მიზანია გაათავისუფლოს ღაზას სექტორში მყოფი ყველა მძევალი და ეს ტერიტორია გარდაქმნას ისეთად, რომელიც აღარასოდეს შეუქმნის საფრთხეს ისრაელს.

„ვისაც ეჭვი ეპარება ამ მიზნების მიღწევაში, ვიმეორებ: გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ არ დავასრულებთ ომს, სანამ არ მივაღწევთ ყველა ამ მიზანს“, – დასძინა პრემიერმა.