საფრანგეთის პრემიერი: ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში არც ერთი ხმა არ უნდა მიიღოს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი არჩევნების ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აცხადებს, რომ ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში არც ერთი ხმა არ უნდა მიიღოს.

„დღევანდელი გაკვეთილი არის ის, რომ ულტრამემარჯვენეები ძალაუფლების ზღვარზე არიან. ჩვენს დემოკრატიაში ეროვნულ ასამბლეაში ულტრამემარჯვენეების დომინირების რისკი არასდროს ყოფილა ისე, როგორც ეს მოხდა ამაღამ.

მაშასადამე, ჩვენი მიზანი ცხადია: არ დავუშვათ ეროვნული გაერთიანების აბსოლუტური უმრავლესობა მეორე ტურში, დომინირება ეროვნულ ასამბლეაზე და შესაბამისად, ქვეყნის მართვა თავიანთი დამღუპველი პროექტით. ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში არც ერთი ხმა არ უნდა მიიღოს“, – აღნიშნა ატალმა.