ისრაელმა პალესტინელებს ღაზას სექტორის სამხრეთ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა პალესტინელებს ღაზას სექტორის ქალაქ ხან-იუნისის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. როგორც BBC წერს, ამას წინ უძღოდა ისრაელის მიმართულებით 20-მდე რაკეტის გასროლა.

თვითმხილველების თქმით, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია არაბულ ენაზე, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა, ადგილობრივებმა ტერიტორიის დატოვება დაიწყეს.

არსებული ცნობით, ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების ნაწილი თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ნაწილი კი ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა. შედეგად, არავინ დაშავებულა.