ჩინეთი რუსეთისთვის მოიერიშე დრონებს ქმნის – Bloomberg

ჩინეთი რუსეთთან ერთობლივად მოიერიშე დრონებს ქმნის. ის ირანის Shaheed-ის მსგავსია. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

როგორც გამოცემას ევროპელმა ჩინივნიკებმა აცნობეს, ჩინეთი მზად არის, რომ რუსეთს ასეთი ტიპის ლეტალური იარაღი მიაწოდოს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად დრონების შექმნა და მათი ტესტირება მიმდინარეობს, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ეს დრონები ჯერჯერობით არ გამოყენებულა.

ეს გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან ჩინეთს Shaheed-ის მსგავსი ბევრად მეტი აპარატის შექმნა შეუძლია, ვიდრე ირანს ან რუსეთს.

რამდენიმე ჩინურმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში იგეგმება მოიერიშე დრონის, Sunflower 200-ის შექმნა, რომელიც ძალზე ჰგავს ირანულ Shahed 136-ს.

ჩინეთს არაერთხელ განუცხადებია, რომ უკრაინის ომში მას ნეიტრალური პოზიცია უკავია. ამასთანავე, დასავლურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პეკინი მოსკოვს შეიარაღებისთვის აუცილებელ კომპონენტებს, კერძოდ ელექტრონიკას აწვდის.