ბალკანეთის რეგიონში შტორმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა

ბალკანეთის რეგიონში შტორმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა.

ერთი პირი მონტენეგროს სანაპირო დასახლება ჩანში მშენებლობაზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა სამშენებლო ამწე ჩამოაგდო. მეორე პირი ქალაქ ლუსტიკაში მეხის დაცემას ემსხვერპლა.

ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი იყო სლოვენიაში, ხორვატიაში, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და სერბეთშიც.