აშშ უკრაინას 150 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 150 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა.

კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის დახმარებას და გამოუყოფს ახალ პაკეტს.

„ეს არის რიგით მეშვიდე სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა დაამტკიცა მას შემდეგ, რაც კონგრესმა მიიღო უკრაინის დახმარების კანონპროექტი აპრილში“, – თქვა ჟან-პიერმა.

„ის მოიცავს საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, HIMARS საბრძოლო მასალებს, საარტილერიო ჭურვებს…“, – აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.