ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა თეთრ სახლში, დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართეს, იმ ფონზე, როცა გაჩნდა სპეკულაციები : ჩაანაცვლებს თუ არა მას ჰარისი პარტიის კანდიდატად ნოემბრის არჩევნებში.
ამის შემდეგ მათ სატელეფონო საუბარი გამართა „დემოკრატებთან“, სადაც ბაიდენმა ცხადყო, რომ არჩევნებს არ ეთიშება
„მე ვარ „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი. ვერავინ გამაგდებს. არ მივდივარ“, – ციტირებს “ბიბისი” ბაიდენის სიყვებს.
კითხვები იმის შესახებ, გააგრძელებს თუ არა 81 წლის ჯო ბაიდენი საარჩევნო კამპანიას, ყოფილ პრეზიდენტთან და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან გამართული სატელევიზიო დებატების შემდეგ გაჩნდა. დებატების შემდეგ „დემოკრატიული პარტიის“ წრეებში გაჩნდა შეშფოთება, რამდენად შეესაბამება ბაიდენი პრეზიდენტის პოსტს და აქვს თუ არა მას არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა.