რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შესაძლებლობის შესახებ აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის კონკრეტულ წინადადებებს არ იცნობს, მაგრამ მას სერიოზულად ეკიდება.
„ბატონმა ტრამპმა, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატმა, განაცხადა, რომ მზად არის და სურს უკრაინაში ომის შეჩერება, ჩვენ ამას საკმაოდ სერიოზულად ვეკიდებით“, – განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს.
ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ „რა თქმა უნდა, არ იცნობს შესაძლო წინადადებებს“, თუ როგორ აპირებს ტრამპი ამის გაკეთებას.
პუტინმა აღნიშნა, რომ ტრამპის კონკრეტული წინადადებები „რა თქმა უნდა, საკვანძო საკითხია“.
„ეჭვი არ მეპარება, რომ ის ამას გულწრფელად ამბობს და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.