ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, გაბრიელ ატალს სთხოვა, დროებით დარჩეს თანამდებობაზე

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, გაბრიელ ატალს სთხოვა, დროებით დარჩეს თანამდებობაზე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის სტაბილურობა.

მაკრონმა მადლობა გადაუხადა ატალს ევროპული და ეროვნული საკანონმდებლო საარჩევნო კამპანიისთვის, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა.

საფრანგეთს პრემიერ-მინისტრი ელისეს სასახლეში იმყოფება, სადაც მან ქვეყნის პრეზიდენტს სთხოვა, დაეკმაყოფილებინა გადადგომა არჩევნებში დამარცხების შემდეგ.

მანამდე, გაბრიელ ატალმა განაცხდა, რომ მზადაა, თანამდებობაზე დარჩეს პარიზის ოლიმპიადის დროს.