კორონავირუსით ინფიცირებული იტალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში გადაიყვანეს!
იტალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, რომელსაც კორონავირუსი 2 სექტემბერს დაუდასტურდა, საავადმყოფოში დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, ბერლუსკონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საავადმყოფოში გადაყვანამდე 83 წლის ბერლუსკონი მილანთან ახლომდებარედ საკუთარ სახლში იზოლაციაში იმყოფებოდა და მუშაობას იქიდან განაგრძობდა.
2 სექტემებრს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ბერლუსკონი იტალიაში სექტემბერში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში თავის “ფორზა იტალიას” პარტიის კანდიდატების საარჩევნო კამპანიის წარმართვაში წვლილის შეტანას სახლიდან განაგრძობდა.
წყარო: ghn.ge