თბილისის მერია კოსტავას ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს!

თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების გამო, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

როგორც GUARDIAN.GE-ის თბილისის მერიიდან აცნობეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილების მძღოლები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან, რაც მელიქიშვილის ქუჩიდან, ვარაზისხევიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადების შეფერხებას იწვევს.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. საგზაო მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

წყარო: GUARDIAN.GE