ქალი, რომელმაც ბარში შესული სტუმარი სკამით სცემა, დანაშაულს არ აღიარებს

თბილისში, ერთ-ერთ ბარში რამდენიმე დღის წინ მომხდარ დაპირისპირების საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულია 1990 წელს დაბადებული მარიანა ჩახაიძე დაწესებულების მენეჯერია.

სოციალურ ქსელში ვრცელდება დაკავებულის ფოტოები, სადაც ის ბორკილებითაა და სიგარეტს ეწევა.

ბარში ინციდენტი ანგარიშის გამო დაიწო. მძიმედ დაშავდა ბარის სტუმარი, რომელსაც ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.

დაზარალებულმა ივიკო ფრუიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ როდესაც დაცვის წევრი სცემდა და წაქცეული იყო, მენეჯერი მას სკამს ურტყამდა.

დაკავებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და დუმილის უფლებას იყენებს.

დაზარალებული ბარის თანამშრომლებს თაღლითობაშიც ადანაშაულებს, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: fortuna.ge