ყველა ჩვენი ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარებასა და რამე კარგ საქმეს, ე.ი. არ უნდა გავაკეთოთ, რადგან ყოველ წელს არჩევნები გვაქვს? ეს ხომ სიგიჟეა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ ამნისტიის პროექტის შეფასებისას განაცხადა.
“ჩვენ ვცდილობთ, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულებისთვის ბრალდებულები, ვინც ციხეში სხედან, მაქსიმალურად შევამციროთ. ეს ამნისტია არ შეეხება მძიმე მუხლებით გასამართლებულ პირებს და ამაზე მთელი რიგი ჩამონათვალი იყო. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამნისტია შეეხებათ მათ, ვისაც პირობითი სასჯელი აქვთ მისჯილი, მათ ეს ვადა ერთი წლით შეუმცირდებათ. ასე, რომ ეს, თავისი არსით, კეთილშობილური აქტია”, – განაცხადა ზარქუამ.