ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებული ინფორმაცია ფალსიფიკაციაა?! ბელარუსის სპეცსამსახურმა, ბერლინს და ვარშავას შორის სატელეფონო საუბარი ჩაიწერა (აუდიო)

ტელეგრამ-არხმა «Пул первого»,  ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით, ბერლინსა და ვარშავას შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა, რომელიც სავარაუდოდ ბელარუსის სპეცსამსახურებმა ჩაიწერეს.

 

იხილეთ აუდიოჩანაწერი:

მანამდე, რუსეთის  პრემიერ-მინისტრ მიშუსტინთან საუბარში, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ  ბელარუსის სპეცსამსახურებმა შეძლეს ჩაეწერათ გერმანიას და პოლონეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ამ თემასთან დაკავშირებით, საიდანაც ირკვევა, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებული ინფორმაცია არის ფალსიფიკაცია.

«Ведомости» ამ საუბრის სრულ გაშიფვრას გთავაზობთ:

ვარშავა: ალო, გამარჯობა ნიკ, როგორაა ჩვენი საქმეები?

ბერლინი:  თითქოს ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ნავალნისთან დაკავშირებული მასალა მზადაა. მალე გადავცემთ კანცლერის ადმინისტრაციას და დაველოდებით მის გამცხადებას.

ვარშავა: მოწამვლის ფაქტი ნამდვილად დასტურდება?

ბერლინი:  მომისმინე, მაიკ, ამ შემთხვევაში ეს არაა მნიშვნელოვანი…მიმდინარეობს ომი. ხოლო ომის დროს ყველა მეთოდი გამართლებულია.

ვარშავა:  გეთანხმები, პუტინს უნდა მოვუკლათ სურვილი ჩაყოს ცხვირი ბელარუსის საქმეებში. ამისათვის, ყველაზე ეფექტური მეთოდია- ჩავახრჩოთ ის რუსეთის პრობლემებში, მით უმეტეს ისინი რუსეთში უამრავია. თანაც, მალე რუსეთში არჩევნები მოდის…

ბერლინი:  სწორედ ამით ვართ დაკავებული. თქვენი საქმეები როგორ მიდის ბელარუსში?

ვარშავა: სიმართლე გითხრა, არც ისე კარგად. პრეზიდენტი ლუკაშენკო კერკეტი კაკალი გამოდგა. ისინი პროფესიონალები არიან, თანაც ორგანიზებულნი. სამხედროები და ჩინოვნიკები პრეზიდენტის ერთგულები არიან. ჯერ-ჯერობით ვმუშაობთ. დანარჩენს პირადი სეხვედრისას მოგახსენებ.

ბერლინი: გასაგებია, მაშინ შეხვედრამდე.

შეგახსენებთ, 2 სექტემბერს, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ბუნდესვერის სპეციალისტებმა ნავალნის სისხლში მომწამვლელი ნივთიერება “ნოვიჩოკი” აღმოაჩინეს. რასთან დაკავშირებითაც გერმანიაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გერმანელების განცხადებას არ ერთვის ფაქტიური მასალა.

მოგვიანებით, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთისგან ოფიციალურ ახსნა-განმარტებებს ელოდება.

წყარო

წყარო2                                     მასალა მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ