ფინეთი კანონპროექტს განიხილავს, რათა რუსეთიდან შესული უკანონო მიგრანტების გაბრუნება შეძლოს

ფინეთის პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს, რომელიც მესაზღვრეებს საშუალებას მისცემს, რუსეთიდან მისული არალეგალური მიგრანტები უკან გააბრუნონ.

ქვეყნის პრემიერმინისტრის, პეტერი ორპოს მთავრობა აცხადებს, რომ კანონპროექტი მომავალში რუსი უკანონო მიგრანტების შედინების შესაფერხებლად აუცილებელია.

მანამდე, რუსეთიდან ფინეთში არალეგალური მიგრანტების, ხშირ შემთხვევაში სხვა ქვეყნების მოქალაქეების შედინების, გახშირების გამო ქვეყანამ რუსეთის საზღვარზე არსებული ყველა გამშვები პუნქტი ჩაკეტა.

ფინეთის მხრიდან გამოითქვა ვარაუდი, რომ მიგრანტების შედინებას ხელს რუსეთი უწყობს და 2021 წლის ბელარუსი-ევროკავშირის სასაზღვრო კრიზისს ადარებენ.

რუსეთის საგარეო სამინისტრომ მიგრანტების გადაადგილებაში მოსკოვის ჩართულობის დაშვებას “ძალიან უცნაური” უწოდა

ფინეთმა რუსეთთან გამშვები პუნქტების დაკეტვა 2023 წლიდან დაიწყო, 2024 წლის მარტიდან კი ქვეყნის საზღვარი არალეგალურ მიგრანტებს აღარ გადაუკვეთიათ.

წყარო: ტაბულა