იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულ ამნისტიის შესახებ კანონპროექტში არის მუხლები, რომელიც მოსაწონია

,,გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულ ამნისტიის შესახებ კანონპროექტში არის მუხლები, რომელიც მოსაწონია, რომელიც დასახვეწია და რომელიც არ არის მოსაწონი.

“არის მუხლები ამ კანონში, რომელიც მომწონს. არის მუხლები, რომელიც უფრო მომწონს, ვიდრე არა, მაგრამ გაუმჯობესებას საჭიროებს და არის მუხლები, რომელიც არ მომწონს. რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ ამნისტია არ ვრცელდებოდეს საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე? ეს ხომ არაფერ შუაში არაა სამართლიანობისა და თანასწორად მოპყრობის პრინციპთან. იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი გადმოკვეთა, ადამიანებს, რომლებიც ციხეში ამ მუხლით იხდიან სასჯელს, რატომ არ უნდა შეეხოთ ამნისტია?“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.