ავსტრალია უკრაინას $250 მილიონით, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის რაკეტებით დაეხმარება

ავსტრალია უკრაინას სამხედრო დახმარების ფარგლებში საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გადასცემს, რაც ქვეყნის ფედერალური მთავრობის თქმით, უკრაინისთვის დღემდე გაწეული ყველაზე დიდი ზომის დახმარების პაკეტი იქნება.

ვაშინგტონში NATO-ს სამიტის ფარგლებში ავსტრალიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით $250 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუგზავნის, რითაც ავსტრალიის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება ჯამში $1.1 მილიარდი გახდება.

ეს პაკეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტებს, ჰაერი-მიწა კლასის საბრძოლო მასალებს, მართვად შეიარაღებასა და ტანკსაწინააღმდეგო მასალებს მოიცავს.

ავსტრალიის პრემიერმინისტრის მოადგილემ, რიჩარდ მარლსმა განაცხადა, რომ ავსტრალია “ამაყობს, რომ ამ ისტორიულ NATO-ს სამიტზე პარტნიორების გვერდით დგას, რათა უკრაინის მთავრობის მიმართ ურყევი ერთგულება აჩვენოს”.