პრემიერ-მინისტრმა ცხადად აღნიშნა, თუ რა არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანი – ის, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების რაოდენობა ეტაპობრივად შევამციროთ და დავიყვანოთ საერთო სტანდარტამდე”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
“კანონპროექტი არის დაბალანსებული იმ მხრივ, რომ ორი სიკეთე, ორი პერსპექტივაა. ერთის მხრივ, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანურობის გამოჩენა და პატიმრებისთვის შესაძლებლობების მიცემა, გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და საზოგადოების ეს ჰუმანური მიდგომა და იყვნენ თავისუფლებაზე. მეორეს მხრივ, საზოგადოების ინტერესი, რომ იყოს დაცული უსაფრთხოება და მართლწესრიგი. ამიტომ, ჩვენ ძალიან დეტალურად გავიარეთ ეს საკითხი. მადლობა კიდევ ერთხელ აღმასრულებელი ხელისუფლების, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს. განსაკუთრებული მადლობა ადამიანის უფლებათა კომიტეტს, რომელმაც ამაზე ინტენსიურად იმუშავა”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.