ეროვნულმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის ივნისის გამოკითხვის შეჯამებული შედეგები გამოაქვეყნა.
სების ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და
ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა
გამოკითხვის ივნისის თვის შედეგები:
ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, ივნისში მაისთან
შედარებით ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. კერძოდ,
დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1
წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ.
ამასთან ერთად, მოიმატა იმ რესპოდენტთა რაოდენობამ, რომლებიც
სამომხმარებლო ფასების ზრდას უფრო დაბალ ინტერვალში 2%-4%-ის
ფარგლებში ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივნისში მაისთან შედარებით სამწლიან
პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები საგრძნობლად შემცირებულია.
ერთი მხრივ, მაისთან შედარებით, დაკლებულია იმ მონაწილეთა
რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 6%-8%-იან ზრდის
ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. ხოლო მომატებულია იმ
მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე
ფასების ცვლილებას 0%-2%-ის ფარგლებსა და 2%-4%-ის ფარგლებში
ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების
ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, ივნისში
მაისთან შედარებით დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა,
რომლებიც ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე
მეტად ფიქრობენ. ამავდროულად, გაიზარდა იმ რესპოდენტთა
რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 0%-2%-ის
ინტერვალში ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივნისში მაისთან შედარებით მოლოდინები
ხელფასების ზრდაზე დაკლებულია. კერძოდ, შემცირდა იმ რესპოდენტთა
რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 10%-20%-ის ფარგლებში
ფიქრობენ. ხოლო, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა,
რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-თან ახლოს და 0%-10%-ის ზრდის
ფარგლებში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, ივნისში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო
რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების
რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) მაისთან
შედარებით გაზრდილია.