IDF: ისრაელმა ღაზის სექტორში 40-მდე ობიექტზე შეტევა განახორციელა

ისრაელის არმიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გასულ ღამეს ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს ტერორისტების 40-მდე ობიექტზე იერიში მიიტანეს. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის (IDF) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

J

„გასულ ღამეს სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაახლოებით 40-მდე ტერორისტულ ობიექტზე იერიში მიიტანეს, მათ შორისაა სნაიპერული საგუშაგოები, სათვალთვალო პუნქტები, „ჰამასის“ სამხედრო ნაგებობები, დანაღმული ტერორისტული ინფრასტრუქტურა და შენობები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, როგორც IDF იუწყება, „ცაჰალი“ განაგრძობს ოპერაციას რაფაჰის რაიონში. გასულ ღამეს ებრაელმა ჯარისკაცებმა ტერორისტების ლიკვიდაცია და გვირაბების დემონტაჟი მოახერხეს. მათ ასევე ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე რეიდი ჩაატარეს.