რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. მან ხმათა უმრავლესობის მიღება შეძლო.
მეცოლას კანდიდატურას მხარი დაუჭირა 562-მა დელეგატმა, კენჭისყრაში მონაწილეობა კი სულ 623-მა დეპუტატმა მიიღო. რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს 2.5 წლის ვადით უხელმძღვანელებს.
ევროპარლამენტის პრეზიდენტობისთვის სულ ორი კანდიდატი იბრძოდა, რობერტა მეცოლა და ესპანელი – ირენ მონტერო.
შეგახსენებთ, რობერტა მეცოლა ამ თანამდებობაზე პირველად 2022 წლის დასაწყისში აირჩიეს.