გარეთ საუთგეიტი ინგლისის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საუთგეიტმა თქვა, რომ თასის ვერ მოგების შემთხვევაში გადადგება. ინგლისმა ასპარეზობა მეორე ადგილზე დაასრულა.
პირობის მიუხედავად, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მწვრთნელს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა, მაგრამ საუთგეიტმა უარი თქვა.
“როგორც ამაყი ინგლისელისთვის, ჩემთვის დიდი პატივი იყო რომ მეთამაშა და გამეწვრთნა ინგლისის ნაკრები. ეს ჩემთვის ყველაფერი იყო და ამისთვის მე ყველაფერი გავიღე. მაგრამ ცვლილებისა და ახალი თავის გადაფურცვლის დროა”. – თქვა საუთგეიტმა.
საუთგეიტი ინგლისის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოზიციას 2016 წლიდან იკავებდა. ამ პერიოდში მისი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში და ევროპის ჩემპიონატის 2 ფინალში გავიდა.
საუთგეიტი ინგლისის ნაკრებში ცენტრალური მცველის პოზიციაზე 1995-2004 წლებში თამაშობდა. იმავე პერიოდში იყო კრისტალ პალასის, ასტონ ვილას და მიდლსბროს ფეხბურთელი. 2006-2009 წლებში ხელმძღვანელობდა მიდლსბროს, 2013-2016 წლებში წვრთნიდა ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებს.
ბრიტანულ მედიაში იწერება, რომ ინგლისის ნაკრებს შესაძლოა სათავეში ტომას ტუხელი ჩაუდგეს.