რობერტა მეცოლა – ვემზადებით ევროკავშირის გაფართოებისთვის, ხალხი გვიყურებს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, მზად უნდა ვიყოთ, რომ მათ ევროპის ხელი გავუწოდოთ

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევის შემდეგ პარლამენტის წევრებს მიმართა.

მან ისაუბრა ერთიანობის აუცილებლობაზე, კავშირის გაფართოებაზე და ამ კონტექსტში საქართველოც ახსენა.

„ძვირფასო კოლეგებო, ევროპელებო, მადლობა თქვენი არჩევანისთვის. ყოველდღე ვიმუშავებ იმისთვის, რომ გავამართლო თქვენი და პარლამენტის მოლოდინები. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ იმედის პოლიტიკისთვის და ოცნებისთვის, რომელიც არის ევროპა. ჩვენ ვემზადებით ევროკავშირის გაფართოებისთვის, ხალხი გვიყურებს უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში და დასავლეთ ბალკანეთში, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში წინასვლაზე უარს  ვეუბნებოდით. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, გავუწოდოთ მათ ევროპის ხელი, რადგან თითოეული მათგანი მიჰყვება დამსახურებაზე დაფუძნებულ საკუთარ გზას, რომელიც იცავს აუცილებელ კრიტერიუმებს. მზად უნდა ვიყოთ ახალი სამყაროსა და რეალობისთვის“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით ცოტა ხნის წინ აირჩიეს.