fb: სანდრო ბრეგაძე: “არ დავუშვათ სიბინძურის პრემიერა!”

“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე, რომელიც თანმიმდევრულად იღვწის ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებისთვის საქართველოში, აქვეყნებს ფოტოკადრს სკანდალური “გეი”-ფილმიდან, რომლის პრეზენტაციაც იგეგმება საქართველოში და თავის “ფეისბუკ”-გვერდზე წერს:

“კადრი ქართული გეი-პორნო-ფილმიდან,რომლის პრემიერაც 8 ნოემბერს იგეგმება კინოთეატრ “ამირანში”!!! ეს არის ყველაზე უწყინარი გარყვნილების პროპაგანდისტული კადრი !!! არ დავუშვათ ამ სიბინძურის პრემიერა !!!”

“ნიუსფრონტი” შეგახსენებთ, რომ ფილმი შვედეთში იქნა გადაღებული და მასში აღწერილია ორი ქართველი მოცეკვავის ისტორია, რომელთაც “ერთსქესიანი სიყვარული” გაუჩნდებათ ერთმანეთის მიმართ. ქართულმა საზოგადოებამ ეს ისტორია, ბუნებრივია, გარყვნილებად აღიქვა და არ მიიღო, თუმცა თბილისში ბილეთები მაინც გაიყიდა.
საზოგადოების დიდი ნაწილი, ისევე, როგორც “ქართული მარში”, მიიჩნევს, რომ აუცილებელია, მოხდეს ფილმის ჩვენების ჩაგდება.