საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობაში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. ეპიდემიოლოგები კვლევის მიზნით არხის თანამშრომლებისგან ნიმუშებს იღებენ.
როგორც ცნობილია, აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა თანამშრომელმა კვლევა ბათუმში განთავსებულ კარვებში ჩაიტარა, სადაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
“ინტერპრესნიუსი”