ზურაბიშვილი მეცოლას: მადლობა ერთგულებისთვის, ველი მომავალ თანამშრომლობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას მეორე ვადით არჩევას ულოცავს.

გილოცავთ ხელახალ არჩევას. მადლობას გიხდით თქვენი ერთგულებისთვისა და ევროპარლამენტის მიერ ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის მტკიცე არჩევანის ურყევი მხარდაჭერისთვის. ველი მომავალ თანამშრომლობას – აღნიღნულია საქართველოს პრეზიდენტის წერილში.