დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა.’
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი პრეზიდენტ ტრამპს, შესანიშნავ ფორმაშია სამარცხვინო თავდასხმის შემდეგ. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის საკითხი და ეჭვი არ მეპარება, რომ დონალდ ტრამპი იქნება ძლიერი და მტკიცე ამ ქვეყნის მხარდაჭერაში, დემოკრატიის დაცვაში“, – აცხადებს ჯონსონი.