სინოპტიკოსი: ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 31-36 გრადუსის ფარგლებში იქნება

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 31-36 გრადუსის ფარგლებში იქნება, – ამის შესახებ სინოპტიკოსმა მაია ქააძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„დღის მეორე ნახევარში საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 31-36 გრადუსის ფარგლებში იქნება. დედაქალაქში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერი გათბება 36 გრადუსამდე. მომდევნო დღეებში ხანმოკლე ხასიათის წვიმა საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს“, – აღნიშნა სინოპტიკოსმა.