ქართველ ხალხს ქართული ჯარისგან მოპორული ფულით ნასაზრდოები ოპოზიცია არაფერში სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„რადიკალური ოპოზიცია ქართული ბიუჯეტიდან მოპარული ფულით საზრდოობს, რომელიც კეზერაშვილმა და სააკაშვილმა საზღვარგარეთ წაიღეს. ბუნებრივია, რომ ამ ნაქურდალის გადასანაწილებლად ნაქურდალის მეპატრონესთან დადიან, რათა თავიანთი ე.წ. გამარჯვება მოიტანონ 26 ოქტომბერს, თუმცა ქართველ ხალხს ქართული ჯარისგან მოპორული ფულით ნასაზრდოები ოპოზიცია არაფერში სჭირდება. ამიტომ, რაც მეტს ივლიან, თავისი თავის მით მეტ ლუტრაციას მოახდენენ. კეზერაშვილს კონკრეტული მიზანი აქვს – ხელისუფლებაში მათი მოტრიალების მცდელობა და მისთვის სასურველი პერსონები როგორ პოზიციაზე იქნებიან განლაგებული. სწორედ ამაზე მიდის ვაჭრობა – ამას დამინიშნავ და ამდენს გადავიხდი, ასეთი ნაციონალური რუტინაა დიადი საქართველოს სახელით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.