ნაცმოძრაობის“ და მათი ლიდერების დასჯა ვინმეს თუ უნდოდა, ხანდაზმულობის ვადის გასვლას რატომ ელოდებოდა. ომი გინდათ? ამ ნარატივის გაგრძელებაა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ხალხი იდიოტი არ არის.
„ნაცმოძრაობის“ და მათი ლიდერების დასჯა თუ უნდოდა ვინმეს, ხანდაზმულობის ვადის გასვლას რატომ ელოდებოდა? ეს არის, „ომი გინდათ?“ ნარატივის გაგრძელება. „ნაცებს“ ბოლომდე მივხედავთო, 12 წელი ვერ მივხედეთო. მგონი, ეს ძალიან პრიმიტიული ნარატივია. „ქართული ოცნების“ ეს ხედვა დანარჩენებისგან არაფრით განსხვავდება, რომ ხალხი იდიოტია და რაც გინდა, ელაპარაკე. ხალხის მახვილგონიერების გვჯერა, მათ არ ვატყუებთ და ისეთ რამეს არ ვეუბნებით, რისიც არ გვჯერა. ხალხი იდიოტი არ არის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 16 ივლისს მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე.
მისი თქმით, არჩევნების შემდეგ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს და სწორედ ამისთვის სჭირდება მმართველ გუნდს მაქსიმალური სახალხო ლეგიტიმაცია.