რაც გააკეთა მეთიუ მილერმა, ეს სახელმწიფო მოხელეს არ უნდა გაეკეთებინა – ამბობს გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაზე.
რაზმაძემ დასავლეთი საქართველოს მტრად გამოაცხადა:
“დასავლეთი არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ქვეყნის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მეთიუ მილერი გამოდის და იძახის, ხელისუფლება არასწორ გზაზე დგას, ჩვენ მხარს ვუჭერთ მოსახლეობას. აი ამ ხელისუფლებას ნახევარზე მეტი მხარს უჭერს და იმათ როგორ დაელაპარაკება, მაინტერესებს ერთი, მეთიუ მილერი.
დასავლეთმა ნიღაბი ჩამოიხსნა, რკინის ფარდა ჩამოიხსნა და ვინც არიან, ჩანან. ფაქტიურად აგენტურა, ზუსტად მათ ჰყავთ ჩასმული ე.წ. ოპოზიციის სახით, ნაციონალური მოძრაობისა და ომის პარტიის სახით.
“აღარ არიან, მორჩა უკვე [სტრატეგიული პარტნიორები].” ამბობს რაზმაძე და აანონსებს, რომ ცოტა ხანში გააკეთებენ განცხადებას, ვინ არის სტრატეგიული პარტნიორი – “რა თქმა უნდა, არა რუსეთი ძალიან მოკლე ხანში გავაკეთებთ ამაზე განცხადებას”, – ამბობს რაზმაძე TV მონიტორინგთან.